ქვეყანა შეზღუდვების გამკაცრების და შესაძლო ლოქაუნის მოლოდინში | 03.08.2021

საქართვლოში კოვიდ ინფიცირების დღიული მაცვენებელი ანტირეკორდს ამყარებს. ბოლო 24 საათში ვირუსით ინციირების  4 827 შემთხვევა გამოვლინდა,  34 ადამიანი კი გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგების ვარაუდით, თუ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა ქვეყანა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დადგეს. მათ შორის მოსალოდნელია პრობლემები საწოლფონდის და სასწრაფო დახმარების დროული მომსახურის მხრივაც. ეპიდემიოლოგები გამოსავალს ვაქცინაციის სწრაფ ტემპში ხედავენ, თუმცა, როგორც დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა- გუშინ, დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა. ეპიდემიოლოგებს აქვთ ეჭვი, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები