გონიოელების მორიგი აქცია აჭარის მთავრობასთან -შეკრებილებმა მთავრობას დაპირება შეახსენეს | 03.08.2021

გონიოელების მორიგი აქცია აჭარის მთავრობასთან. შეკრებილებმა მიწების რეგისტრაცია კიდევ ერთხელს მოითხოვეს და მთავრობას დაპირება შეახსენეს. გონიოელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არ შეხვდა. ჯაბა ფუტკარაძე მათ მოთხოვნებს წლებია უგულვებელყოფს. გონიოელები სამომავლოდ პერმანენტულ აქციებსა და გზის გადაკეტვას აპირებენ. ცნობისთვის, გონიოს მოსახლეობის ნაწილისთვის მიწის საკუთრებაში აღიარება უკვე წლებია მოუგვარებელი პრობლემაა. 2008 წელს, გონიოს ციხის მიმდებარედ მცხოვრებლებს ნაკვეთები დაუკანონეს, თუმცა, შეთანხმება მალევე გაუქმდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები