5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრამდე გადავადდა | 02.08.2021

5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნის საკითხი სექტემბრამდე გადავადდა. ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით,  მიზეზი პარლამენტში დეპუტატების არასაკმარისი რაოდენობაა. იმის გამო, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი ბოკიოტის რეჟიმშია კომისიის შექმნისთვის საჭირო 50 ხმა ვერ გროვდება. სწორედ ამიტომ ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  კომისიის შექმნის საკითხი შემოდგომამდე გადავადდეს.