მწერლების ბოიკოტის გამო ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა” წელს აღარ გაიმართება | 02.08.2021

მწერლების ბოიკოტის გამო ლიტერატურული კონკურსი “ლიტერა” წელს აღარ გაიმართება. ინფორმაციას კონკურსის ჩაშლის შესახებ „მწერალთა სახლი“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 110 წიგნიდან 92 მოიხსნა. ლიტერატურურლი კონკურსიდან წიგნების მოხსნის გადაწყვეტილება მწერლებმა მას შემდეგ მიიღეს რაც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკინმა ჟიურის წევრად მის დაქვემდებარებაში მყოფი, იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა.

კულტურის სამინისტრო „ლიტერას“ კონკურსის ჩაშლას სამწუხაროს უწოდებს. უწყების განმარტებით, კონკურსის ჩატარება „მწერალთა სახლის“ უფლებამოსილებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები