მოღალატესთან კოალიციას არ განვიხილავთ – „ოცნებას“ გიორგი გახარიაზე საპასუხო იერიში მიაქვს | 30.07.2021

მმართველ გუნდს გიორგი გახარიაზე საპასუხo იერიში მიაქვს. “ოცნების” ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ რამდენიმე ოპოზიციურ ძალასთან კოალიცია გამორიცხა და აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც “ოცნებამ” მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

მმართველმა გუნდმა  საზოაგდოებას რეგიონებში მერობის კანდიდატები წარუდგინა, საიდანაც ქალი მხოლოდ სამია. ჩამონათვალშია არჩილ თაკავაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. კობახიძე ამბობს, რომ კონსულტაციების დროს პრიორიტეტი კანდიდატების პროფესიონალიზმი იყო. “ოცნების” საარჩევნო შტაბის  ხელმძღვანელი კი თავად პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე იქნება.