რას დაუპირისპირებს ოპოზიცია „ოცნების“ მორიგ „ტრიუკს“ – ღარიბაშვილი ხელს კვკავ ნაცმოძრაობისკენ იშვერს | 30.07.2021

“ქართულმა ოცნებამ” ყველა ვალდებულება შეასრულა” – საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილი არ პასუხობს მთავარ კითხვას – იყო თუ არა მათი ეს ნაბიჯი ევროპის მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. მთავრობის მეთაურმა დღეს თითი ისევ “ნაციონალური მოძრაობისკენ” გაიშვირა და დოკუმენტის გაუქმებაზე პასუხიმგებლობა ოპოზიციურ პარტიას დააკისრა. ღარიბაშვილმა ოპონენტები დღეს ისევ დესქტუქციულებად მოიხსენია.

დღეს ბევრად უფრო ხისტი აღმოჩნდა “ქართული ოცნების” სიის ყოფილი პირველი ნომერი, რომელმაც “ოცნების” ლიდერშიპის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა. კითხვაზე – იყო თუ არა “ოცნების” ეს ნაბიჯი ივანიშვილთან შეთანხმებული, გიორგი  გახარია პასუხობს რომ მას “ოცნების ბოსების” გაბედულებაში ეჭვი ყოველთვის ეპარებოდა. გახარია ფიქრობს, რომ შეთანხმებიდან გასვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ “ოცნებას” არჩევნებში დამარცხების შეეშინდა.

“ქართული ოცნების” მხრიდან მიშელის დოკუმენტის გაუქმების შემდეგ ოპოზიცია ჯერ კიდევ მსჯელობს, რა პასუხი უნდა გასცენ “ოცნების” მორიგ პოლიტიკურ ტრიუკს. პარლამენტის მანდატი უკვე დატოვეს ნიკა მელიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და თამარ კორძაიამ, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები ამ საკითხში ერთიანები ისევ არ არიან. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ ცხელ გულზე ამ დარბაზიდან გასვლა, პოლიტიკური უმწიფრობის ნიშანი იქნება. “ნაციონალური მოძრაოში” კი ამბობენ, რომ პარლამენტში მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ პროპორციული სისტემის მიღებას დაუჭირონ მხარი.

სანამ გადაწყდება ვინ დარჩება პარლამენტში და ვინ გავა – ოპოზიცია ისევ სანქციების დაწესებაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ახლა ესაა ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც “ოცნებას” წითელ ბარათს უჩვენებს. დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებაზე საუბარი არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერიდან 100 დღის თავზე “ოცნებამ” შეთანხმება ამოწურულად და ანულირებულად გამოაცხადა. შესაბამისად, თუ მმართელი პარტია ოქტომბრის არჩევნებზე პროპორციული სიით 43%-ზე ნაკლებს აიღებს, “ქართულ ოცნებას” ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულება აღარ ექნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები