მწვავე და მკაცრი საერთაშიორისო შეფასებები „ქართული ოცნების“ უპრეცედენტო გადაწყვეტილებაზე | 30.07.2021

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას დასავლეთი უკვე მეორე დღეა მწვავე განცხადებებით ეხმაურება. “არასდროს მინახავს საელჩოს განცხადებაში ტერმინი გაბრაზებული” – ამის შესახებ ესტოეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ამერიკის საელჩოს განცხადებას ეხმაურება.

“სიმართლე ითქვას, შეერთებულ შტატებს მოთმინება გამოელია, ისევე როგორც სხვა დასავლურ ქვეყნებს, რომლებიც ამ დრომდე ზრუნავდნენ საქართველოზე. ეს სერიოზულია, გამოფხიზლდით,” – წერ ილვესი twitter-ზე.

“ქართული ოცნების” უპრეცენდენტო გადაწყვეტილებას აფასებს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში. იან კეი twitter-ზე წერს, რომ  19 აპრილის ხელშეკრულების ანულირებით საქართველოს მთავრობამ ზურგი აქცია დასავლეთს.  საქართველოშ მიმდინარე მოვლენებით იმედგაცრუებულნი არიან ამერიკელი კონგრესმენებიც. ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და ყველა მხარეს უკან დახევისკენ მოუწოდებენ.

“ის რომქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გადის, სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმ მიმდინარე გამოწვევებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ მოვლენათა მსგავსი განვითარებით და ასევე, ოპოზიციური პარტიების უარით, შეერთებოდნენ შეთანხმებას და ზოგადად, პოლიტიკურ პოლარიზებით თბილისში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადადგან ნაბიჯი უკან, გადახედონ თავიანთ პრიორიტეტებს და ერთად იმუშაონ საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებაზე, მისი დანგრევის ნაცვლად,” – ნათქვამია ადამ კინზინგერის და ჯერი კონოლის წერილში.

მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს გაერთიანებული სამეფოც. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს  ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე.

“გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტიაქართული ოცნებისმიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად.

მოქმედი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის თაობაზე. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება,” –ნათქვამია განცხადებაში.

“ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად 28 ივლისს ხელმოწერიდან მეასე დღეს გამოაცხადა. მმართველი პარტიის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა და მისი ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები