ეს კვირა გადამწყვეტია პროგნოზისთვის, დავივიწყოთ წვეულებები – მძიმე ეპიდვითარება ქვეყანაში | 29.07.2021

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით ინფიცირების 2 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეფასებით, მძიმე ეპიდ სიტუაციას სრული ჩაკეტვა ვერ უშველის. მათი თქმით, კორონავირუსს წერტილოვანი შეზღუდვებით, რეკომენდაციების დაცვითა და ინტენსიური ვაქცინაციით უნდა ვებრძოლოთ. ვაქცინირებულთა  რაოდენობა ამ ეტაპზე 450026-ია, დღიურად აცრილია – 17133 პირი.