„ოცნების“გადაწყვეტილებას, შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, არასამთავრობოები ეხმაურებიან | 28.07.2021

არასამთავრობო ორგანიზაციები “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადებით ეხმაურებიან. აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და დემოკრატიული რეფორმების გზით განვითარებას ეწინააღმდეგება. არასამთავრობოები თვლიან, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილევა ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რისთვისაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან. განცხადებას 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები