არჩევნები ახლოვდება და იმატებს ცილისწამება – კალაძე ქუჩებში გამოკრულ სიძულვცილის პლაკატებს ეხმაურება | 28.07.2021

“არჩევნები ახლოვდება და იმატებს ცილისწამება” – ამ განცხადებით თბილისის მერი ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატების გაკვრას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მის კამპანიას არ უკავშირდება. დედაქალაქის მერის განმარტებით,  მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება სრულადაა დაცული, მიუღებელია ქალაქის იერსახის დამახინჯება სხვადასხვა წარწერით თუ პლაკატით და ამ კანონდარღვევაზე თბილისის მთავრობას შესაბამისი რეაგირება ექნება. თბილისის მოქმედი მერი, რომელიც ისევ მერობისთვის იბრძოლებს, ამტკიცებს, რომ მას და მის გუნდს სიძულვილის მეთოდებით ბრძოლა არ ჩვევიათ.

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატები რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა.  უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაა. მოგვიანებით  თბილისის მერიამ განმარტა, რომ პლაკატების გამკვრელი პირები გამოავლინეს და ისინი დაჯარიმდებიან.  მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები