ქუჩებში გამოკრული აგრესიული შინაარსის პლაკატები ბიუროს სხდომაზე ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა | 26.07.2021

თბილისის ქუჩებში გამოკრული აგრესიული შინაარსის პლაკატები, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე ბოლო პერიოდში წამოწყებულ ყველა აგრესიულ კამპანიაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას” აკისრებს და მათ ძალადობის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. ოპოზიციამ დღეს მმართველ გუნდს მოსთხოვა პასუხი, რატომ არ ინტერესდება პოლიცია თეა წულუკიანს ინციდენტით და რატომ არ იბარებს მას გომელაურის უწყება გამოკითხვაზე.