„ოცნებამ“ ზიზღის კამპანიაში ჩართო ყველა და ყველაფერი“ – მმართველ პარტიის სიძილვილის კამპანია | 26.07.2021

ქუჩაში გამოკრული ანტიოპოზიციური პლაკატები და თავდასხმის ობიექტად ქცეული მედია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლების მიდგომა არ იცვლება, იცვლება მხოლოდ ოპოზიციაზე თავდასხმისა და ზეწოლის ფორმები.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” ზიზღის კამპანიაში ჩართო ყველა და ყველაფერი – მედია საშუალებები, არასამთავრობო ორგანზიაციები, რადიკალური ჯგუფები და Facebook ტროლ-ბოტები. ოპოზიციაში მიაჩნით, რომ “ქართული ოცნების” ტაქტიკა წინასაარჩევნოდ ისევ საზოგადოების აგრესიით გამოკვება იქნება, თუმცა დარწმუნებულები არიან რომ ეს ამჯერად უშედეგო აღმოჩნდება.

ქართულ ოცნებისთვის კი ოპონენტების ბრალდებები ისევ გაუგებარია. მმართველი გუნდი რადიკალურად განსხვავებულ რეალობაზე საუბრობს და ფიქრობს რომ მათი დღის წესრიგი არა ნეგატიური, არამედ პოზიტიურია. არჩილ თალაკვაძე მისი სიტყვების დასამოწმებლად ოპონენტებს მათი საარჩევნო პროგრამის გაცნობას ურჩევს.

“არა ნაცებს, არა ძალადობას” – ამ შინაარსის პოსტერები მთელი თბილისის მასშტაბით 2 დღის წინ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ მათი ჩამოხსნის პირობა დადო, ოპოზიცია მაინც დარწმუნებულია, რომ ამ კამპანიის უკან “ქართული ოცნების” ხელისუფლება დგას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები