ოპოზიციის ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, კიდევ ერთხელ გაბათილდა – საგამოძიებო კომისიის დასკვნა | 26.07.2021

“2020 წლის 31 ოტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ მცირე ხარვეზებს,  გავლენა საბოლოო შედეგებზე, არ ქჰონია,” – ამას არჩევნების შემსწავლელი დროებითი  საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა ამბობს. 16 სამუშაო შეხვედრის, 38 ადამიანის გამოკითხვისა და 22 სხვადასხვა უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, კომისიამ დაადგინა, რომ მცირე ტექნიკურ ხარვეზებს, არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. როგორც დღეს “ქართულ ოცნებაში” თქვეს, ოპოზიციის  მთავარი ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა ამ დასკვნით დღეს კიდევ ერთხელ გაბათილდა.

დასკვნა, რომელიც “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობით დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა, მოულოდნელი არ ყოფილა ოპოზიციისთვის. მათ კომისიის მუშაობას ბოიკოტი  ჯერ კიდევ  რამდენიმე თვის წინ გამოუცხადეს, რადგან თვლიდნენ, რომ  კომისია სიმართლის დადგენას ვერ შეძლებდა. როგორც დღეს, ხელისუფლების ოპონენეტები ამბობენ, საგამოძიებო კომისიის ერთადერთი მიზანი ხელისუფლების იმ  ნარატივის განმტკიცება იყო, რომლის მიხედვითაც არჩევები სამართლიან გარემოში ჩატარდა.

2020  წლის არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა დღეს პარლამენტის  რიგგარეშე სხდომაზეც განიხილეს. მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად ოპოზიცია სესიას არ ესწრებოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები