“ოცნების” რჩეული მინისტრი, წულუკიანი “მთავარი არხის” მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს | 24.07.2021

დაიბარებენ თუ არა “ქართული ოცნების” რჩეულ მინისტრს საგამოძიებო უწყებაში. თეა წულუკიანი “მთავარი არხის” მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. იურისტები განმარტავენ, რომ  ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. უფრო მეტიც, იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი “მთავარი არხის” მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს, გამოძიების დაწყება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშულისთვისაც შესაძლებელია.

თეა წულუკიანმა სისხლის სამართლის დანაშაული  პირდაპირ კამერების წინ ჩაიდინა.  მას შემდეგ რაც, სენაკის თეატრში კულტურის მინისტრმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერთან მიახლოება ვერ გაბედეს.  წულუკიანმაც პოზიცია არ დათმო, პოლიცია ვიღაცეებად მოიხსენია და თქვა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს. პირველი ვიცე-პრემიერის  მიერ “მთავარი არხის” მიკროფონის მითვისების გამო – მედიამენეჯერებმა  გამოძიების დაწყების მოთხოვნით გენერალურ პროკურორს გუშინ მიმართეს. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლებამ ღია ომი გამოაცხადა.   პირველმა ვიცე-პრემიერმა ერთდროულად ორი დანაშაული ჩაიდინა – ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები