ადამიანებს უქმნიან ზიზღის სამიზნეებს – მელია და ხოშტარია ქუჩებში გამოკრულ სიძულვილის პლაკატებზე | 24.07.2021

“თბილისის მერია სიძულვილის კამპანიის მთავარი შემოქმედია” – ასეთია თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას  პირველი შეფასება,  დედაქალაქის ქუჩებში გამოკრულ ანტოპოზიციურ პლაკატებზე. ნიკა მელიას პლაკატების გამოჩენა არ გაკვორვებია, რადგან მისი თქმით,  აგრესია “ქართული ოცნების” საფირმო ნიშანი გახდა. თბილისის ქუჩებში გაკრულ პოსტერებზე შეფასებები დღეს, ელენე ხოშტარაიამაც გააკეთა, რომელიც თვლის, რომ მმართველი პარტია ადამიანების ემოციებით მანიპულაირებას  ცდილობს. თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა  ეს განცხადებები დღეს, ვარკეთილში გააკეთეს, სადაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მოსახლეობნასთან  პირველი შეხვედრა გამართეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები