ქუჩაში რაღაც ჩხუბი თუ მოხდა სახელმწიფომ აღკვეთა – ღარიბაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე | 23.07.2021

ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს და მეტიც ამბობს, რომ ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტებზე მოძალადეები დაუსჯელები არიან, მთავრობის მეთაურმა დღეს ძალადობაში მედიის წარმომადგენლები  დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი არიან პარტიული აქტივისტები და  მათი პარლამენტში ხილვა სურს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს თავად აუნთო მწვანე შუქი მოძალადეებს, რომლებსაც ახლა ხელს აფარებს. ოპოზიცია ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე მოძალადის დასჯა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები დაისაჯონ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები