ვინ იქნება ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი | 23.07.2021

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა იწყება – სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ვინ იქნება თბილისში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი. დიდი ალბათობით, კახა კალაძის მთავარი მეტოქე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია იქნება, თუმცა რომელი პარტიები დადგებიან მის გვერდით ეს ჯერ ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მერობის კანდიდატის პრეზენტაცია დღეს საღამოსთვის  ჩანიშნა, თუმცა გადაწყდა, რომ მედია ღონისძიებას არ დაესრწება.

მედიაში გვარცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ერთობა მელიას გარდა საზოგადოებას დღეს კიდევ ერთ კანდიდატს წარუდგენს. სავარაუდოდ, ელენე ხოშტარია იქნება ის ადამიანი, რომელიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. ოპოზიციის საერთო კანდიდატებს ფართო ოპოზიციური მხარდაჭერა ექნება, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა პოზიცია ექნება “ლელოს”. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაში ამ დრომდე ფიქრობენ იბრძოლონ დამოუკიდებლად თუ საერთო თამაშში ჩაერთონ.

ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას მხარს არ დაუჭერს “სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელიც ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს. გიორგი ვაშაზე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ერთ ბანაკად დაჯგუფდება, ეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შანს შეამცირებს. ვაშაძის პათოსს იზიარებენ პარტია “მოქალაქეების” და “გირჩის” წევრებიც. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტია იმ შემთხვევაში დაასახელებს კანდიდატს, თუ ოპოზიცია  ერთი კანდიდატის იმედად დარჩება.

ოპოზიციის გეგმა, რომლის მიხედვითაც “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები თითქმის ყველა ქალაქში უნდა წააგოს, არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. ქვეყნის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ზუსტად 3 თვეში ყველა ქალაქში დამაჯერებელ და დამსახურებულ გამარჯვებას მოიპოვებენ.

2021 წლის არჩევნების შედეგებს გარდა ძირითადი ოპოზიციური პარტიებისა, ახალი პოლიტიკური მოთამაშეებიც განსაზღვრავენ. გიორგი გახარიას პარტია მერობის კანდიდატებს მალე დაასახელებს, თუმცა იქნება თუ არა მათ შორის ფეხბურთელი არჩილ არველაძე ეს უცნობი რჩება. პარტიაში ადასტურებენ, რომ მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება.

საარჩევნო მარათონი უკვე დაიწყო, რომელიც 2 ოქტომბერს საღამოს 20:00 საათზე დასრულდება. მიშელის დოკუმენტის მიხედვით თუ “ქართული ოცნება” პროპორციული სიით 43%-ზე ნაკლებს აიღებს, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. სწორედ რეფერენდუმად წოდებული არჩევნები გადაწყვეტს ეყოლება თუ არა 2022 წელს საქართველოს ახალი პარლამენტი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები