გამოკითხვები შსს-ში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით | 23.07.2021

შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვებს აგრძელებს. დღეს თბილისის მთავარ სამმართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია დაიბარეს, თუმცა ჟურნალისტისთვის გაუგებარია რატომ სურს გამოზიებას მისი გამოკითხვა, მაშინ, როდესაც 5 ივლისის  აქციაზე თავად არ იმყოფებოდა და მოვლენებს ტელეეთერით აკვირდებოდა. სანაია მბობს, რომ ის რაც გომელაურის უწყებაში ხდება ფარსია და მასში მონაწილეობას არ აპირებს. ამასთან, ჟურნალისტი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მოსამართლის თანდასწრებით ყველა კითხვას პასუხი გასცეს. დღეს თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომელმაც საგამოძიებო უწყებაში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მტკიცებულებები მიიტანა, მათ შორის დისკი, რომელშიც ჩანს თუ როგორ აორგანიზებდნენ ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები თავდასხმას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები