საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის” მიმართვა საქართველოს მთავრობას | 22.07.2021

საერთაშორისო ორგანიზაცია “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს მედიაზე განხორციელებული თავდასხმების გამო და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის ყველა შემთხვევა. ორგანიზაციის ევროკავშირის წარმომადგენელი, ტომ გიბსონი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მოვლენებს ყურადღებით აკვირდება დასკვნების გასაკეთებლად. ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მთავრი მიმართულება ჟურნალისტების უსაფრთხოების საკითხია.