ცემისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ საპატრიაქო მედიის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს | 22.07.2021

ჟურნალისისტების ცემისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ საპატრიაქო მედიის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. ეკლესიის მმართველი ორგანო მოუწოდებს ტაძრებს სურვილის შემთხვევაში უარი თქვან კრიტიკულ მედიასთან კომუნიკაციაზე, საჭიროების შემთხვევაში კი საქმეში პოლიცია ჩართონ. საპატრიარქოს სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე ოპოზიციური არხი ეკლესიის წევრებს შეუარცხყოფას აყენებს, იმუქრება და საზოგადოებას ანგარიშსწორებისკენ მოუწოდებს. საპატრიარქოს ამტკიცებს, რომ გადაცდომები მხოლოდ ცალკეული მღვდელსახურების შემთხვევაში გამოიკვეთა.

“სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა „მთავარი არხი“, „ტვპირველი“ და „ფორმულა“, რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოსპატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ მოწოდებებიც. მართალია, გარკვეულ გადაცდომას ერთეული სასულიერო პირის მხრიდან ჰქონდა ადგილი, მაგრამ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება და საერთოდ ეკლესიის მსახურთა მოძალადეობაზე აქცენტის გაკეთება. ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია. ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელთან. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები