რა წერია საქართველოზე აშშ-ის სახელმნწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ დოკუმენტში | 22.07.2021

საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აშშ-ში მომზადებულ კიდევ ერთ ანგარიშში მოხვდა. საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის  მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, რომელშიც გაანალიზებულია, 170-ზე მეტი ქვეყნის საინვესტიციო გარემო.  „საინვესტიციო კლიმატი 2021“ –  ამ სახელწოდებით გამოქვეყნებულ დოკუმენტში ერთი თავი სწორედ  საქართველოს ეხება. ნათქვამია, რომ  საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის პირობები საერთო ჯამში, საიმედოა, თუმცა იზრდება უნდობლობა სასამართლოს შესაძლებლობისადმი.  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, პრობლემურად რჩება სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენა. მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გარშემო არსებული შეშფოთება კი  ინვესტორთა ნდობაზე უარყოფითად აისახება.

ანგარიშში მოხვდა საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტის ასაშენებლად საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფთან კონტრაქტის შეწყვეტა. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის განცხადების მიუხედავად, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ინვესტორებს და ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებს ამაში ეჭვი ეპარებათ. ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც კორუფციას ეხება, ნათქვამია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია ქვედა დონის კორუფციასთან ბრძოლაში, თუმცა, დოკუმენტში ნახსენებია „ელიტური კორუფცია“ როცა მაღალჩინოსნები იურიდიულ ხვრელებს იყენებენ პირადი გამდიდრების, მდგომარეობის, ან ანგარიშსწორებისთვის. ოფიციალურ ვაშინგტონში თვლიან, რომ ეს  საინვესტიციო გარემოსა და ინვესტორების ნდობაზე, ასევე უარყოფითად აისახება.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულ პრობლემებზე უკვე  წლებუია საუბრობს აოპოზიცია. ამბობენ, რომ  ის,  რომ ქვეყანაში  მართლმსაჯულება მიტაცბული აქვს კლანს- შეერთებულ შტატებში უკვე კარგად იციან.  ოპოზიციის შეფასებით, მას შემდეგ რაც ინვესტორებ ამ დოკუმენტს გაეცნობიან, ქვეყანაში ინვესტიციების ისედაც შემცირებული რაოდენობა, კიდევ უფრო დაიკლებს. ხელსუფლების ოპონენეტები თვლიან, რომ  ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ  “ქართული ოცნების” მმართველობა  ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ანგრევს.

“საინვესტიციო კლიმატი 2021” –  ამ სახელწოდებით გამოქვეყნებული დოკუმენტი სხვაგვარად წაიკითხა “ქართულმა ოცნებამ”. ამბობენ, რომ  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში შეერთებული შტატების მხრიდან ღია მხარდაჭერა იკვეთება. მათივე  შეფასებით, დოკუმენტით დასტურდება, რომ მმართველი გუნდი რეფორმების ნაწილში სწორი მიმართულებით მუშაობდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები