მორიგი ლოკდაუნის დაწესება – თვითლიკვიდაცია კერძო ბიზნესისთვის | 21.07.2021

“ქვეყანაში მორიგი ლოქდაუნის დაწესება, ეს თვითლიკვიდაცია კერძო ბიზნესისთვის,” – ეს პოზიცია  სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღავენლს აქვს. შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების გამო სექტორის ვალი 4 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად შეზრუდვების გამკაცრება სექტორს კიდევ უფრო დააზარალებს. ალავერდაშვილის თქმით, ვიდრე აცრებისა და ეპიდემიის თვალსაზრისით ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, ტურისტები საქართველოში არ ჩამოვლენ. რესტორატორთა ასოციაციის  დამფუძნებელი  შოთა ბურჯანაძე კი რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს და ამბობს, რომ  ქორწილებს და ე.წ „ივენთებს“ გარკვეული პირები, ჩინოვნიკების მფარველობით იხდიან. რეგულაციების უგულვებელყოფა კი მისი თქმით, კოვიდსტატისტიკას აუარესებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები