უკიდურესად დამძიმებული ეპიდვითარება და კვლავ შეზღუდვების მოლოდინი ქვეყანაში | 20.07.2021

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვიტარება უკიდურესად დამძიმდა. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ჩატარებული 36 375  ტესტიდან COVID-19, 2616 ადამიანს დაუდასტურდა. მაღალია გარდაცვლილთა რიცხვიც. ბოლო დღ-ღამეში კორონავირუსს კიდევ 26 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არის ციციშვილის კლინიაში მოთავსებული ჩვილი, რომელიც თითქმის ერთი თვეა რეანიმაციულ განყოფიებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბავშვი ციციშვილის კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გადმოიყვანეს, მას კორონავირუსის დელტა შტამი დაუდგინდა. გასულ კვირას კინიკაში 25 დღის ჩვილი დაიღუპა. ამ დროისთვის კი მძიმე მდგომარეობაში კიდევ ერთი ბავშვი რჩება. სულ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით 70 პედიატრიული ასაკის პაციენტი მკურნალობს.

ეპიდსიტუაციის მიხედვით საქართველო ყველა ინდიკატორით უკვე წითელ ზონაში გადავიდა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი არსებულ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს. ჯანდაცვის სამინიტროში კი აცხადებენ, რომ თუ ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი მატება გაგრძელდება ქვეყანაში თავისუფალი საწოლების პრობლემა შეიქმნება.

ქვეყანაში ეპიდაფეთქებაა, ვაქცინაციის პროცესი კი ფაქტობრივად ჩავარდა. დაგვიანებით ჩამოტანილი ვაქცინების და გაუმართავი სარეგისტრაციო პორტალის ფონზე დღეს პრემიერ-მინისტრმა იმუნიზაციის პროცესის ჩავარდნა მოსახლეობას დააბრალა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საჭიროზე მეტი ვაქცინა შემოიტანეს, თუმცა მოქალაქეები არ იცრებიან.

მთავრობის მეთაურმა დღეს პრევენციული განცხადებაც გააკეთა და ქვეყნის ხელახლა დაკეტვა დააანონსა. ირაკლი ღარიბაშილმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საგანგაშო უწოდა და თქვა, რომ  თუ ცუდი ტენდენცია გაგრძელდება მთავრობას რეგულაციების გამკაცრება ისევ მოუწევს, რასაც ქვეყანა ვეღარ გაუძლებს.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 197-ია, საიდანაც 855 მძიმე პაციენტია. 19 ივლისის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი მიზნობრივ 4%-ს გადასცდა  და 7,19%-ი შეადგინა.