თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, შეიძლება მთავრობის სხდომაზე დაგიშვათ – თორნიკე რიჟვაძე | 20.07.2021

“თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, შეიძლება მთავრობის სხდომაზე დაგიშვათ” – ასე უპასუხა დღეს  თორნიკე რიჟვაძემ, ჟურნალისტების კითხვას – რატომ არ უშვებს აჭარის მთავრობის სხომაზე კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს. დამატებით შეკითხვებს მან თავი აარიდა. შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ აჭარის მთავრობის სხდომა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ისე გაიმართა, რომ მხოლოს სახელისუფლებო მედიები ესწრებონენ. სხდომის შესახებ კი პრესსამსახურებს სხვა მედიისთვის არ უცნობებიათ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები