საქართველოს ევროპული გზა – საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში ოთხი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით | 19.07.2021

“საქართველოს ევროპული გზა” – ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისზიებაში ასოცირებული ქვეყნების საქართველოს უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტები, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მონაწილეობს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი რთულ გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ძლიერ პარტნიორად დარჩება. თუმცა შარლ მიშელმა სამივე ქვეყნის ლიდერებს ის ვალდებულებებიც შეახსენა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყნებმა უნდა შეასრულონ.