ოცნების მხრიდან ეთიკური სტანდარტების დარღვევისთვის კორძაიამ და ნანცვლიშვილმა ეთიკის საბჭოს მიმართეს | 19.07.2021

დეპუტატებმა, თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის  ეთიკის საბჭოს  მიმართეს,  გუშინ საკანონმდებლო ორგანოში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების,  თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის მიმართ,  შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ზარქუას ქმედებები შეისწავლოს. თვლიან, რომ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები ეთიკური სტანდარტების უხეში დარღვევაა. მათივე თქმით, სურათი, რაც პარლამენტში საზოგადოებამ იხილა, ძალიან საშიშია თანასწორობის კუთხით, მათ შორის, პოლიტიკაში ქალთა თანამონაწილეობისთვის.