პარლამენტიდან დროზე ადრე წასული შს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას ისევ აპირებს | 19.07.2021

პარლამენტიდან დროზე ადრე წასული შინაგან საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებას ისევ აპირებს. გუშინდელი ჩაშლილი სხდომის შემდეგ პარლამენტმა უკვე დაიწყო მსჯელობა როდის შედგება გომელაურის ხელახალი მოსმენა. ვახტან გომელაური პარლამენტში გუშინ ისე შევიდა, რომ მედიამ მისთვის კირთხვების დასმა ვერ მოახერხა, თუმცა, განმეორებით სტუმრობისას ჟურნალისტები მას ისევ კართან დახვდებიან და ჰკითხავენ – როდის აპირებს პასუხისმგებლობის აღებას და გადადგომას.

მედიამ პარლამენტთან შეკრება დილის 11:00 საათიდან დაიწყო. ჟურნალისტებს სურდათ გომელაურისთვის პირადად ეკითხათ, რატომ ვერ დაიცვა 5 ივლისს ჟურნალისტები და რატომ გაიმეტა ისინი სასიკვდილოდ. პოლიციამ ჟურნალისტები პარლამენტში არც ამჯერად შეუშვა, მიზეზად კი უსაფრთხოების მკაცრი ზომები დაასახელა. დაპირისპირების შედეგად პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომლებიც დღის ბოლოს გაათავისუფლეს.

ვახტანგ გომელაურმა გუშინდელი სხდომა სამძიმრით დაიწყო, თუმცა მალევე მას გამოსვლის შეწყვეტა და ტრიბუნის დატოვება მოუხდა. ოპოზიცია გომელაურის ტრიბუნის წინ ლექსო ლაშქრავას ფოტოებით ხელში განლაგდა და ქვეყნის პირველ პოლიციელს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მალე, პარლამენტში ქაოსი და მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა დაიწყო.

ფიზიკური ანგარიშსწორების დროს “ქართული ოცნების” ახალი სახე, შალვა პაპუაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ჯერ ხელში აიყვანა, შემდეგ კი მისი ძალისმიერად განრიდება სცადა.

შალვა პაპუაშვილს ოპოზიციამ ფიზიკურ ძალადობაში მალევე დასდო ბრალი. “ოცნების” სპიკერმა ოპონენტებს ფეისბუქ სტატუსით უპასუხა და თქვა, რომ მას ძალადობას აბრალებენ. ოპოზიციამ პროტესტის გამოხატვის შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა. თქვეს, რომ “ქართულ ოცნებას” პროტესტის შეეშინდა, რადგან გომელაურის ხალხისთვის სათქმელი უკვე აღარაფერი აქვს.

“ქართული ოცნების” გაღიზიანება იმ ბანერმაც გამოიწვია, რომელიც ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზის თავზე გადმოფინეს. დაისაჯონ დამნაშავეები – ეს იყო ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც მედიამ გუშინდელი სხდომის დროს “ქართულ ოცნებას” შეახსენა. მოწოდების  მიუხედავად, ჟურნალისტებმა ბანერის ჩამოხსნაზე უარი თქვეს.

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის გამოჩენამდე ჟურნალისტებმა ლექსო ლაშქარავას სურათები პარლამენტის დერეფანშიც გამოფინეს. ამ ფორმით მედიამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ მედია დამნაშავეების დასჯამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

მრავალმხივი პროტესტის შედმეგ “ქართულმა ოცნებამ” სხდომის გაგრძელებაზე უარი თქვა და გომელაურის მოსმენა გადადო. “ოცნების” წევრებმა თქვეს, რომ ეს ოპოზიციის ბრალეულობაა, რადგან მათ პროცესების დესტtრუქციულად წარმართვა არჩიეს.

გომელაური პარლამენტში დაბრუნება, თუმცა დიდი ალბათობით ისევ ხმაურისა და პროტეტსის ფონზე. როდის ექნება გომელაურს ანგარისის ჩაბარების მეორე მცდელობა – ამას პარლამენტი ხვალ გადაწყვეტს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები