ვლადიმერ ზელენსკი ბათუმის სერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ ენგურის ხიდზე გაემგზავრა | 19.07.2021

უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ვლადიმერ ზელენსკი ენგურის ხიდზე პირდაპირ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა. უკრაინის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო, რის შემდეგაც ისევ ბათუმში დაბრუნდა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ვლადიმერ ზელენსკი საქართველოში დღეს დილით ჩამოფრინდა, მას აეროპორტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და უკრაინაში საქართველოს ელჩი დახვდნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები