„არა ავტორიტარიზმს“ – აქციით ბათუმში, სადაც საერთაშორისო კონფერენცია იმართება | 19.07.2021

მედიაზე განხორციელებული ზეწოლა აქციით გააპროტესტეს ბათუმში, სადაც დღეს საერთაშორისო კონფერენცია იმართება.  სასტუმრო “შერატონთან” მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შეიკრიბნენ.

“გამოიძიე”, „არა ავტორიტარიზმს“, „თავისუფალი მედია თავისუფალი საზოგადოება“ – აქციის მონაწილეები სასტუმრო “შერატონთან”,  ამ შინაარსის ტრანსფარანტებით მივიდნენ. ისინი ითხოვენ  დაისაჯონ 5 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები, პრემიერ-მინისტრმა კი თანამდებობა დატოვოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები