ამორალური საქციელია თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულიერება – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს | 17.07.2021

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ჟურნალისტები “TV პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილით მანიპულირებენ. მედიასაშუალებების ორგანიზებით, პრემიერის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციები,  ირაკლი ღარიბაშვილი ისე შეაფასა, რომ  კრიტიკული მედია ღონისძიებაზე არ მიიწვია. მიუხედავად ამისა, დღეს ქვეყნის პირველი პირი ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მედიაგარემო თავისუფალია. ირაკლი ღარიბიშვილის  თქმით, ჟურნალისტების ნაწილი პოლიტიკურ კამპანიაში ჩაერთო. პრემიერი მედიის პროტესტის უკან მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ხედავს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ პროტესტის საფუძველი არ არსებობს და ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიებენ და დამნაშავეებს სათანადოდ დასჯიან.