ღარიბაშვილი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპასა და ამერიკას პრეტენზიებს უყენებს | 17.07.2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროპასა და ამერიკას პრეტენზიებს უყენებს. ირაკლი ღარიბაშვილის გაღიზიანება დასავლეთის მხრიდან მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულმა კრიტიკამ გამოიწვია. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მას წინა ხელისუფლების დროს იგივე შინაარსის შენიშვნები არ ახსოვს, რაც მისი თქმით უსამართლოა. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ დღეს სასამართლო ისეთი  დამოუკიდებელია, როგორც არასდროს.

ღარიბაშვილმა დღეს  დიპლომატებს შეახსენა, რომ საქართველო არა რომელიმე ცალკეული ჩინოვნიკის, არამედ ამერიკის მეგობარია. გახშირებული კრიტიკის მიუხედავად, სანქციებზე საუბარი პრემიერისთვის ისევ არასერიოზულია. ამბობს, რომ ამ თემის წინ წამოწევა რუსულ ინტერესებს ემსახურება.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საზოგადოებას ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას დაჰპირდა და ხელი ისევ ოპოზიციისკენ გაიშვირა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის წარმატება რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ეწინააღმდეგება.

პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ეპიდსიტაუცია  დამძიმდა, თუმცა იმედს იტოვებს, რომ ამას სწრაფი ვაქცინაცია შეაფერხებს. ღარიბაშვილი მშობლებს მოუწოდებს, ვირუსთან ბრძოლაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები