ხატია დეკანოიძის სარჩელი პროკურატურაში ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების დასჯის მოთხოვნით | 16.07.2021

ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა საგამოძიებო უწყებას 5-6 ივლისს გადაღებული ვიდეომასალაც გადასცა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით,  მის მიერ წარმოდგენილ ვიდეოკადრებში, აქციის ორგანიზატორები მოსახლეობას ღიად მოუწოდებენ ძალადობისკენ,  რაც არის დანაშაული და  სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.