ჟურნალისტების წერილი ირაკლი შოთაძეს – აქცია პროკურატურასთან | 16.07.2021

“გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები” – ამ მოთხოვნით მედიის წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია გამართეს.

ჟურნალისტები ირაკლი შოთაძეს მოუწოდებენ დაიწყოს გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ. მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოითხოვნით გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის სახელზე განცხადებაც შეიტანეს, რომელაც 200-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. ჟურნალისტები პროკურატურისგან ტელეკომპანია „ალტ-ინფოს” დაფინანსების წყაროს მოძიებასაც მოითხოვენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები