გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯონ დამნაშავეები! – მედიის მოთხოვნები უცვლელია | 15.07.2021

ოთხმა კრიტიკულმა ტელეარხმა,  24 საათიანი პაუზის შემდეგ მაუწყებლობა აღადგინა, თუმცა, ეკრენებზე გამოსახული მოთხოვნები ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის ძალადობრვი აქციიდან უკვე 10 დღე გავიდა, განსასჯელის სკამზე ისევ არ სხედან აქციის ის ორგანიზატორები, რომლებიც მათ მომხრეებს ძალადობსიკენ ღიად მოუწოდებდნენ.

მედია კი გაჩერებას არ აპირებს – უკვე რამდენიმე დღეა ჟურნალისტები საერთო მოთხოვნების გარშემო ერთიანდებიან და სახელწმიფოს მხრიდან რეაგირებას ითხოვენ. მედია  დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სწორედ ამ მოთხოვნით შეიკრიბა  და გომელაურის უწყებას მარტივი არჩევანი შესთავაზა – დაისჯებიან ძალადობის ორგანიზატორი პირები, ან ამას  საერთაშორისო მხარის კიდევ უფრო მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჯურნალისტებმა უწყებასთან  იმ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, რომლებიც აგრესიულ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებედნენ.

მედიის სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებიც 5 ივლისს მომხდარ დაპირისპირებაში პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებენ. ამბობენ, რომ “ოცნება” კლავს, რისი  მიზანიც  ძალაუფლების შენარჩუნებაა.

რამდენიმე მედიასაშუალების გაერთიანებით, რომ თანამედროვე ქართული დემოკრატიის ისტორია იწერება, ეს უკვე ნათელია, მაგრამ ახლა მთავარი კითხვაა რამდენად შედეგიანი აღმოჩნდება ეს ძალისხმევა. მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი ფიქრობს, რომ თუ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე ყველა დამნაშავე არ დაისჯება, ეს იქნება ღია განაცახდი, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიემართება.

გამოძიების დროულ რეაგირებაზე საუბრობენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.   ამბობენ, რომ მთავარი პასუხიმსგბელობა ახლა იმ ადამიანებზეა, რომლებმაც რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები წააქეზეს და ძალადობისკენ უბიძგეს. მათი თქმით, დამნაშავეების გამოსავლენად გომელაურის უწყებას საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვს.

ჟურნალისტები ხელისუფლების წევრებისთვის დისკომფორტის შექმნას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამისთვის აქცია-პერფომანსები იმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. ერთ-ერთი ასეთი პერფორმანსი დღეს ბათუმის საკრებულოშიც გაიმართა – მედიამ სხდომაზე ლექსო ლაშქარავას ფოტოები მიიტანა და ხელისუფლებას მოთხოვნები კიდევ ერთხელ შეახსენა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ოთხმა მაუწყებელმა ეთერი გათიშა და 24 საათის განმავლობაში საკუთარი სათქმელი დუმილით გამოხატა. “ტელეკომპანია კავკასია”, “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი” მოითხოვენ, რომ დამნაშაავები დაისაჯონ, პრემიერ-მინიტრმა კი თანამდებობა დატოვოს.