მედიის პროტესტი მთავრობას და სამთავრობო ტრიბუნასთან ჟურნალისტების მიერ გაჟღერებული მოთხოვნები | 13.07.2021

მედიის პროტესტი მთავრობას და სამთავრობო ტრიბუნასთან ჟურნალისტების მიერ გაჟღერებული მოთხოვნები. მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგი უნდა გამართულიყო, მედიის წარმომადგენლებმა 5 ივლისს განვითარბული მოვლენები პერფორმანსით გააპროტესტეს. ჟურნალისტები სამთავრობო ტრიბუნასთან სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განცხადებას აკეთებდა ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ. მათ თამარ გაბუნიას სიტყვა გააწყვეტინეს და პრემიერ-მინისტრის გადადგომა და 5-6 ივლისს ძალადობრივ ქმედებებში ჩართული დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

მედიის წარმომადგენლების პერფორმანსის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს და “ტვ პირველის” ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ. მათ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები