გინება, ფიზიკური დაპირისპირება და სრულად პარალიზებული პარლამენტი და უკიდურესად დაძაბული ვითარება | 12.07.2021

გინება, ფიზიკური დაპირისპირება და სრულად პარალიზებული პარლამენტი – რამდენიმე საათის განმავლობაში სხდომათა დარბაზში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. მწვავე დაპირისპირება სხდომაზე მედიის წარმოამდგენლების არ შეშვებას მოჰყვა, რის შემდეგაც პარლამენტის ოპოცინიორებმა წევრებმა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. საპარლამენტო მუშაობის პარალიზებიდან ცოტა ხანში მანდატურების განსაკუთრებული მობილიზაცია გამოცხადდა, რომლებმაც ქალი წევრები დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს.

საქართველოს პარლამენტის ქალი წევრები ტრიბუნასთან დღეს ერთადერთი მოთხვნით ავიდნენ და ტრიბუნიდან რადიკალების მიერ ჩამოხეული ევროკავშირის დროშა გადმოფინეს – ითხოვენ, რომ გადადგეს ძალადობის წამქეზებელი ირაკლი ღარიბაშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი მთავრობა. ტრიბუნასთან ასულებმა იქვე მდგომ “ქართული ოცნების” წევრებს მისცეს პირობა, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ “ქართულ ოცნებას” პასუხისმგებლობის აღება და სახლში წასვლა მოუწევს.

“ქართული ოცნების” წევრების ნაწილი დღეს ოპონენტების დამშვიდებას, ნაწილი კი ოპოზიციის ტრიბუნიდან ჩამოყვანას ცდილობდა. მათი აზრით, ის, რაც დღეს პარლამენტში მოხდა ოპოზიციის მხრიდან დესტაბილიზაციის მორიგი მცდელობა იყო. “ქართული ოცნების” წევრებმა დღეს ვერ გასცეს პასუხი კითხვას – რატომ არ შეუშვეს საკანოდნებლო ოპრგანოში ის ადამიანები, ვისაც ამის კანონიერი უფლება ჰქონდა.

სხდომათა დარბაზში ვითარების დაძაბვას წინ პარლამენტთან მოხდარი შეხლა-შემოხლა უძღოდა. პოლიციამ  პარლამენტის წევრებს და მედიას შენობაში შესვლის უფლება არ მისცა და წინ პოლიციის კორდონი დაუყენა. საშვების მქონე მედიის წარმომანდენლებს ვერ აუხსნეს რა იყო პარლამენტში არ შეშვების ფორმალური ან არაფორმალური მიზეზი. წინააღმდეგობის მიუხედავად, “ტვ პირველის” მფლობელმა პარლამენტში შეღწევა მაინც მოახერხა.

ვატო წერეთელმა, რომელსაც მისი ოპერატორის გარდაცვალების საქმეზე პასუხების მოსმენა უშუალოდ “ქართული ოცნების” წევრებისგან სურდა, პასუხად ძალის გამოყენება და შენობიდან გამოგდება მიიღო. პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გამოყვანილი წერეთელი ამბობს, რომ მას ირაკლი კობახიძემ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პარალიზებიდან რამდენიმე საათში პარლამენტმა მუშაობა  განაახლა, თუმცა ოპოზიცია უახლოეს დღეებში პროტესტის ყველა ფორმის გამოყენებას აპირებს. ამბობენ, რომ იქნება პიკეტირებები და აქციები.