ოპოზიცია ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს – რას იტყვის შს მინისტრი 5-6 ივლისის მოვლენებზე | 09.07.2021

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიცია ვახტანგ გომელაურს პარლამენტში იბარებს. ფრაქციამ “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” დღეს ბიუროს სხდომაზე მოითხოვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას გამოცხადდეს. ფრაქციის წევრები თვლიან, რომ 5 ივლისს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოება პასუხებს ელოდება, ამიტომ  გომელაური პარლამენტში რაც შეიძლება მალე უნდა მივიდეს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ვახტანგ გომელაური მზად არის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების მწვავე შეკითხვებს უპასუხოს. ამბობს, რომ თუ ჯანმრთლობა ხელს არ შეუშლის ის საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.

ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მწვავე შეკითხვების დასმას გეგმავს, მათ შორის დეპუტატებს აინტერესებთ სად იყო ვახტანგ გომელაური იმ დროს, როდესაც მედიის წარმომადგენლებზე ჰომოფობიური ჯგუფები ძალადობდნენ. ოპოზიციის თქმით მინისტრის განცხადება, რომ პოლიცია 5 ივლისს ჟურნალისტების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა ტყუილია, ამიტომ მიაჩნიათ, რომ გომელაურმაც და პრემიერმა ღარიბაშილმაც თანამდებობები უნდა დატოვონ.

შინაგან საქმეთა მინისტრთან კითხვები აქვთ მმართევლი გუნდის წევრებსაც, რომლებიც თვლიან, რომ ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დეპუტატმა მედიის წარმომადგენლებს ბოდიშიც მოუხადა იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მათი დაცვა ვერ შეძლო.

როდის გამოცხადდება ვახტანგ გომელაური პარლამენტში ჯერ-ჯერობით უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობამ შინაგან საქემთა სამინისტყროს შესაბამისი მოწვევა უკვე გაუგზავნა.