ათეულობით დარბეული კარავი და არც ერთი დასჯილი – სპეციალური განცხადება პროკურატურაში | 09.07.2021

ათეულობით დარბეული კარავი და არცერთი დასჯილი – მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები გენერალურ პროკურატურას სპეციალური განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართავენ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ. სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც 2020 წლის არჩევნების შედეგებს კარვების ქალაქში თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ, დარწმუნებულები არიან რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი დარბევის უკან რუსეთის ინტერესები დგას. მოძრაობის წევრების თქმით, ზარალის საერთო ოდენობამ 20 000 ლარი შეადგინა, თუმცა მიუხედავად ამისა, შოთაძის უწყებას ფაქტზე ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.