პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა – შს მინისტრი | 09.07.2021

5 ივლისს განვიტარებულ მოვლენებს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაურმა მედიის წარმოამდგენლებზე თავდასხმას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მას ჟურნალისტებზე ასეთი მასიური თავდასხმა ვერ წარმოედგინა. მინისტყრი ამბობს, რომ პროკურატურასთნ ერთად აქტიურად მუშაობენ და ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისჯება.

რატომ ვერ მოახდინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების დაცვა და თავდასხმის პრევენცია – ამ შეკითხვის საპასუხოდ მინისტრი ამბობს, რომ პოლიციამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთა. მისი თქმით თავდასხმები სხვადასხვა ლოკაციებზე ხდებოდა და სამართალდამცველებიც შესაბამისად იყვნენ გადანაწილებულნი. გომელაური ირწმუნება, რომ 5 ივლისის მოვლენების დროს ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმიც იყო, თუმცა მათ პოლიციელების ფორმა ეცვათ.

ვახტანგ გომელაური მზად არის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში მივიდეს და დეპუტატების მწვავე შეკითხვებს უპასუხოს. ამბობს, რომ თუ ჯანმრთლობა ხელს არ შეუშლის ის საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები