ჟურალისტებზე და ოპერატორებზე თავდასმისთვის პროკურატურამ ბრალი კიდევ ხუთ პირს წარუდგინა | 08.07.2021

მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის ფაქტებზე პროკურატურამ ბრალი კიდევ ხუთ პირს წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველის“ და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით, ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ. 5, 6 ივლისის მოვლენებზე ამ დროისთვის ბრალი 8 მოქალაქეს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად ცნობილია 25 ადამიანი. მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.