ხელისუფლებამ სახელმწიფო საფრთხის ქვეშ დააყენა – ოპოზიცია ღიბაშვილის მთავრობის გადადგომას მოითხოვს | 08.07.2021

5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის და მისი მთავრობის გადადგომას მოითხოვს. მათი თქმით, ხელისუფლებამ სახელმწიფო საფრთხის ქვეშ დააყენა და ვერ უზრუნველყო ჟურნალისტების და მოქალაქეების უსაფრთხოება. მათი თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის იმიჯიც დააზიანა და  ევროიტეგრაციის პროცესს საფრთხე შეუქმნა. ოპოზიცია გეგმასვ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ვიანიდან როგორც დეპუტატები აცხადებენ, მათ ბიექტური გამოძიების ჩატარების და დამნაშავეების დასჯის იმედი არ აქვთ. მმართევლ გუნდში კი აცხადებენ, რომ ყველა სამართალდარღვევა გამოძიებული იქნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები