რატი წვერავამ პერანგიც თვითიონ შემოიხია და ჩხუბიც თავად დაიწყო – მიტროპოლიტი იოანე ამბიონიდან | 08.07.2021

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ამბიონიდან აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რატი წვერავა, რომელსაც სდიეს და სასტიკად სცემეს 5 ივლისის მოვლენების დროს, აგრესიას თავად იწვევდა, პერანგიც თვითონ შემოიხია, ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა და ჩხუბიც თავად დაიწყო. სასულიერო პირისთვის გაუგებარია რატომ უნდა დახმარებოდა მას მღვდელი. ამ საკითხზე მეუფე იოანემ ქადაგების დროს ისაუბრა. რატი წვერავაზე ძალადობის ამსახველი კადრები ტელეკომპანია “კავკასიამ” გადაიღო. ვიდეომასალაში მოძალადეების დადგენა შესაძლებელია. წვერავა 5 ივლისს პარლამენტის კიბეებზე განლაგებულ სასულიერო პირებთან მივიდა, სადაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, იოანე გამრეკელიც იდგა. წვერავას სწორედ მისთვის სურდა კითხვის დასმა, როცა მას ხელი ჰკრეს და სცემეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები