მეუფე შიო მუჯირი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სალომე ზურაბიშვილთან | 08.07.2021

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე  მეუფე შიო მუჯირი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს პრეზიდნეტის რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალები უცნობია, ვინაიდან, მეუფე შიომ ორბელიანების სასახლე ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთბია. ანდრია ჯაღმაიძე კი ამბობს, რომ შეხვედრა მეუფე შიოსა და საქართველოს პრეზიდნეტს შორის გაიმართა, რომელსაც ის არ ესწრებოდა და შესაბამისად, არც საუბრის დეტალების შესახებ აქვს ინფორმაცია.  ანდრია ჯაღმაიძემ 5 ივლისს განვიტარებულ მოვლენებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმა მოულოდნელი და მძიმე სანახავი იყო.

საპატრიარქოს წარმომადგენლების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში ერთამენთის მიყოლებით მივიდნენ  შინაგან საქმეთა მინისტრი და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი. ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ საუბარი 5-6 ივლისს განვიტარებულ მოვლენებსს შეეხებოდა.  შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა გადადგომას არ აპირებს. როგორც გომელაური ამბობს, ის მედიის წარმომადგენლების მიმართ ასეთი მასშტაბის აგრესიას არ ელოდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები