ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩამოგლეჯილი დროშა დღეს პარლაემნტის თავმდჯომარემ თავად აღმართა | 07.07.2021

ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის წინ ისევ აღიმართა. გუშინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩამოგლეჯილი დროშა დღეს პარლაემნტის თავმდჯომარემ თავად აღმართა. ფაქტის ამსახველი ფოტოები კახა კუჭავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დადაწერა, რომ ევროკავშირის დროშის დაშვება მიუღებელია. კახა კუჭავა ამბობს, რომ „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა გუშინ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც ძალადობის წინააღმდეგ მდუმარე აქცია დასრულდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მათ დაიკავეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები