თბილისში განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ | 07.07.2021

თბილისში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმას ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ. მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ხელისუფლება დაგეგმილ “ღირსების მარშს” მოუმზადებელი შეხვდა. ევროპარლამენტარები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ თავდასხმების ჩამდენი დამნაშავეები დააკავონ.

 „საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიურმა წარმომადგენლებმა ვერ ისაუბრეს ხმამაღლა და მკაფიო ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ „პრაიდის მარშის“ ჩატარებამდე. ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა მზად არ იყო უზრუნველყო ტოლერანტობისადმი მიძღვნილი ამ შეკრების უსაფრთხოება. ნებისმიერი სხვა მოქალაქეების მსგავსად, LGBTQI + პირებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა. საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა გააჟღერა საკუთარი განზრახვა 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განცხადების გაკეთების შესახებ. ამ მხრივ, გვსურს მათ შევახსენოთ, რომ ევროკავშირში შესვლის წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, სხვათა შორის, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, რომ კანდიდატ ქვეყნას უნდა ჰქონდეს ინსტიტუციების სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას,“ – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები