მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში და ოპოზიციის პროტესტი | 06.07.2021

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. რეგლამენტის მიხედვით, პროცესში ჩართვა ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს შეუძლიათ.  თუმცა, მათი დიდი ნაწილი გასაუბრებას პროტესტის ნიშნად არ ესწრება. ხელისუფლების ოპონენეტები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატების მოწოდებას უერთდებიან, რომ მართლმსაჯულების  რეფორმის დასრულებამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეწყდეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით მიჰყვებიან. პარლამენტმა,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ  9 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. გასაუბრება 10 ივლისს დასრულდება.