დარბეული კარვების ქალაქი და 20 000-ლარიანი ზარალი – განცხადება პროკურატურაში | 06.07.2021

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრებმა მათი კარვების დაზიანების გამო, დღეს  პროკურატურას განცხადებით მიმართეს.  ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.  ამბობენ, რომ თუ გენერალური  პროკურატურა ამ საქმეს თაროზე შემოდებს და გამოძიებას გააჭიანურებს – ეს დაადასტურებს, რომ გუშინ, მასმედიის წარმომდგელებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და კარვების ქალაქის განადგურება მიზანმიმართული და “ქართული ოცნების” მიერ მართული იყო.