დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია კალაძე | 05.07.2021

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას გმობს დედაქალაქის მერი. კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმები ჟურნალისტებზე, მოზარდებზე, ქალებზე და ტურისტებზე დაუშვებელია.

“მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი.  ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. მიეცით მათ მუშაობის საშუალება,” – წერს კახა კალაძე Facebook-ზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები