ქართველებო, არ დანებდეთ, გააგრძელეთ ბრძოლა – ჯეიმს აპატურაის ჯილდო საქართველოში და შეხვედრები | 02.07.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა. ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა ჯილდო პირადად გადასცა. დაჯილდოვების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს პრეზიდენთან შეხვედრამდე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. პრემიერმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც სექტემბერში იგეგმება, ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების როლს საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის გაძლიერებაში. საუბარი შეეხო საქართველსო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას.

დღესვე, ჯეიმს აპატურაი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა და საპარლაემნტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გამართა. აპატურაი მოხარულია, რომ ქვეყანაში ევროკავშირის მედიატორობით შეთანხმებული რეფორმების განხორციელება მიმდინარეობს. მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია პოლარიზაცია დასრულდეს.

ჯეიმს აპატურაიმ შეხვდრა უკვე გამართა თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთანაც. თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომობა, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაცია და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განხილეს.

დღესვე ჯეიმს აპატურაი საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. მოლაპარაკებებისას მთავარი თემა საქართველოს NATO-​ში ინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები იყო. დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები