11 გარდაცვლილი, 980 ინფიცირებული – კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა | 01.07.2021

11 გარდაცვლილი, 980 ინფიცირებული და 877 გამოჯანმრთელებული, – ასეთია კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა. ბოლო 24 საათში საეჭვო სიმპტომების გამო COVID-19-ზე 30 000-ზე მეტი ადამიანი გაიტესტა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.2 %-ს შეადგენს. ახალი შემთხვევების უმეტესობა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება, მეორე ადგილზე იმერეთი, მესამეზე კი კახეთია. ბოლო მონაცემებით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში 9 081-ია , რომელთაგან 601 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გასულ დღე-ღამეში 3 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა,  ჯამურად ჩატარდა 265 290 აცრა. ხოლო სრულად ვაქცინირებული 103 170 ადამიანია.